ტრენინგის რეფლექსია
ტრენინგი "ინფორმაციულ- საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში " ჩაგვიტარდა 2018 წლის 3 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით . ტრენინგის მთლიანი მოდელი იყო საინტერესო ,აქტიურად ვიყავით ჩართულნი და არ გვქონდა
მოდუნების საშუალების დრო, მიუხედავად იმისა,
რომ უმეტესი ნაწილი პროგრამების ვიცოდით მაინც იყო ისეთი ელემენტები რომელიც მივიწყებული გვქონდა და გაგვახსენა ჩვენმა
დაუზარელმა ტრენერმა , რომელიც კომპეტენტურად გვპასუხობდა ყველა კითხვაზე. იყო ისეთი
საკითხები , პროგრამებში , რაც არ ვიცოდით და
ვისწავლეთ. სახალისო იყო რესურსის შექმნა და ცოდნის გამოყენება , მნიშვნელოვანი იყო ასევე პრეზენტაციის დროს გაკეთებული
შეფასების კომენტარები , უფრო მეტად დავხვეწეთ power point-ში მუშაობა აქამდე რასაც არ ვაქცევდი ყურადღებას
გავითვალისწინებ და უფრო ეფექტურად ვიმუშავებ ამ პროგრამით საგაკვეთილო პროცესში.
აღნიშნულ
ტრენინგზე ჩემთვის მნიშვნელოვანი და ახალი იყო ბლოგზე მოუშაობა და ვებ რესურსები . ვისწავლე მასალებბის გამოქვეყნება
ბლოგზე და უფრო დავხვეწე ელექტნონულ ფოსტაში მუშაობაობის ტექნოლოგია, საინტერესო იყო
პროექტის გეგმაზე მუშაობა . მნიშვნელოვანია ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების
გამოყენება საგაკვეთილო პროცესში , რათა უფრო საინტერესო გავხადო სწავლის პროცესი , ამასთანავე ტექნოლოგიების გამოყენება
ზრდის მოსწავლეტა დაინტერესებას და ამაღლებს გაკვეთილის ეფექტურობას, ვფიქრობ მიღებულ
ცოდნას აქტიურად გამოვიყენებ და გავუზიარებ სხვებსაც.
ძალიან
დიდი მადლობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს ,მასწავლებლის სახლს და ქალბატონ
დიანა მიქაძეს საინტერესო ტრენინგისთვის .
No comments:
Post a Comment