პროექტი

1. პროექტის სახელწოდება : გაზაფხულიდაკავშირებული სურათი


2. პროექტის მთავარი  იდეა (თემა ) 1- 2 წინადადებით: მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს და გააღრმავებენ ცოდნას წელიწადის ერთ-ერთი ლამაზი დროის გაზაფხულის  შესახებ
3. პროექტის აქტუალობა ამ პროექტით მოსწავლეები გაეცნობიან წელიწადის დროებს მათ თვეებსამინდის ცვლილებასა და კლიმატს წელიწადის სხვადასხვა დროშიკერძოდ კი ისაუბრებენ გაზაფხულის თემაზე.
4. პროექტის მიზნები მოსწავლეებს განუვითარდებათ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი და პასუხისმგებლობის გრძნობა, ასევე   ისტ-ის საშუალებით ინფორმაციის  კვლევა-ძიების  თანამშრომლობითი  და პრეზენტაციის წარმოდგენის უნარ-ჩვევები.
5. მონაწილეთა ასაკი :9-10  წელი
6. ვადები / ხანგრძლივობა: თვე
7. მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები ,რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება სხვადასხვა პრეზენტაციის ფაილებიშერჩეულ თემაზე ჩანახატებიმცირე ტექსტებიშეიქმნება სტენდირომელზეცგანთავსდება ჩანახატების გამოფენაშეიქმნება ანგარიში.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები :კომპიუტერიინტერნეტიპროექტორისკანერიბიბლიოთეკადიდი ფორმატის ქაღალდისაშლელიფლომასტერიბროშურებისურათებიყვავილები.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):  ბავშვებს ვაძლევ უფლებას აირჩიონ მათთვის საინტერესო თემა, ვაწვდი დაახლოებით 3 პროექტის სათაურს, რომელთაგან ჩევენ მათთვის აქტუალურს. სასურველი თემის არჩევის შემდეგ, ვიწყებთ პროექტზე მუშაობას.


საპროექტო
 თემის შერჩევის შემდეგ შეიქმნება პროექტის გეგმა და მისი განხორციელების ეტაპებივაცნობ თემის მიზნებსა და ამოცანებსმოსწავლეთა ერთ ჯგუფს დაევალებათ მოიძიონ და   შეისწავლონ სურათები შერჩეული თემის მიხედვითასევე მოიძიონ ინფორმაცია საპრეზენტაციო მასალისათვისპროექტის მეორე მონაწილეებს დაევალებათ შერჩეულ თემაზე შექმნან ჩანახატებიგააკეთონ აპლიკაციები (ყვავილებიპეპლებიჩიტები და ..) მოიძიონ მცირე ლექსები სიმღერები  და ტექსტებისაერთო დავალება რაც ერთია მათთვის,  გავიდნენ ბუნებაშიდააკვიდნენ ხეხილისა დამცენარეთა ყვავილობის პროცესსბუნების გამოცოცხლებას მიადევნონ თვალი და დატკბენ მისი სურნელით, ეს ყველაფერი კი  არსებული რეალობის უკეთ აღქმაში დაეხმარებათგადაუღონ სურათები ბუნებას და ეს მსვლელობა ასახონ ფირზემოსწავლეებს უფლება აქვთ  თვითონ გაინაწილონ ფუნქციებიმასწავლებელი  კი აძლევს მითითებებს თუ როგორ და სად შეიძლება სასურველი ინფორმაციის მოძიება საჭიროების შემთხვევაშიამის შემდეგ წერენ ანგარიშს და წარუდგენენ მასწავლებელსმასწავლებელი კი ამ ყველაფერს გადაახარისხებს და მოსწავლეებთან ერთად შექმნის პროექტის საბოლოო ჩონჩხსმოხდება დამუშავებული და შექმნილი ინფორმაციის ხელახლა დამუშავებაშეჯერება და კედლის სტენდის შექმნაშეიქმნება ბლოგისადაც განთავსება დასკანერებული ჩანახატებისურათები ლექსებივიდეო და ტექსტებიმოსწავლეები შეაჯერებენ პროექტს და დაიწყებენ პროექტის ელექტრონული ანგარიშის შექმნასპროექტიპროექტორის დახმარებით წარდგენილი იქნება ფართო საზოგადოებისთვისდასასრულს მოსწავლეები ავსებენ თვითშეფასების ბარათებს.
10. საგნებთან / საგნობტივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტხელოვნებამუსიკაბუნება
11. პროექტის ხელმძღვანელი  (მასწავლებელი ): მარი წიკლაური
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა : wiklauri.mariami@gmail.com
13. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:https://ictmari.blogspot.com/p/blog-page_15.html

No comments:

Post a Comment